პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციას სამუშაო ვახშამზე შეხვდა

1-evrei-polit-2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სა და ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ჩვენი სახელმწიფოების ორმხრივ ვალდებულებებში ჩადებული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები შეადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე პარტნიორობის ურყევ საფუძველს. მიმდინარე ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის გაღრმავება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ასევე ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულად ყოველთვის გამორჩეული იყო. შარშან ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი ერების მეგობრობის 2600 წელი. ამ იუბილეს ფარგლებში ჩვენ დავასრულეთ საქართველოში ებრაელთა ისტორიის დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია, რაც არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციის წევრები შინ დაბრუნების შემდეგ მეგობრებს საქართველოს შესახებ მოუყვებიან. „თქვენ დარწმუნდებით, როგორი მშვენიერი ქვეყანაა საქართველო, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან და რამხელა პოტენციალი გვაქვს, რათა გავხდეთ დემოკრატიის, თავისუფლებისა და პროგრესის ბასტიონი ჩვენს რთულ რეგიონში“,–აღნიშნა, კერძოდ, პრემიერმა. ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციების წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებმა პრემიერ–მინისტრს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.