პოლიტიკა
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. აქ საუბარია ზუსტად 1500-1600 მეტრის მონაკვეთზე ახალი მილების გაკეთებაზე, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
"პრემიერ-მინისტრთან დიდი ხნის წინ მქონდა ამაზე საუბარი, როდესაც აქ იმის საშიშროება იყო, რომ გაებათ მავთულხლართები... პროექტი უკვე არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები იქნება, ამ პროექტს განვახორციელებთ", - აღნიშნა, კერძოდ, კალაძემ.სამი დღის წინ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.
„საზღვრის“ გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა მოექცა.