საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „სულ მალე თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად“

sazog-3-mtavariსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ გაიხსნა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება.სპორტული კომპლექსის გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

„ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც თბილისი 2015-ის მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სპორტული დარბაზები მომავალშიც უზრუნველყოფს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვას.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ჩატარდება.

sazog-3-1 sazog-3-2
sazog-3-3 sazog-3-4
sazog-3-5