საზოგადოება
საერთაშორისო დონის ლაბორატორია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისთვის - ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა
sazog-2საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ლაბორატორია. ორი წლის განმავლობაში მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული სოფლის მეურნეობის დარგში. ეს არის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებამდე მისცა და ეს არის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობას, ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ მომხმარებელზე, რომ მათ ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ფიტოსანიტარული ლაბორატორია სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.