პოლიტიკა
საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს

1-centre-polit-1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება, რომელიც მუშაობას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყებს.

ეს იქნება ის ჯგუფი, რომელიც შემდგომში შეძლებს სწორი, გამჭვირვალე მმართველობის, საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნასაც და გატარებასაც“, - განაცხადა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ.

საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს. „აუცილებელია, საჯარო მოხელეთა გადამზადება იყოს სისტემატური, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს მუშაობაზეც“ - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, 115 ახალგაზრდა გაიგზავნება; გასულ წელს გაგზავნილი 77 სტუდენტიდან კი 26 - წელს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს დაბრუნდება. ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობთ, 4-5 წელიწადში მივიღებთ კარგად მომზადებულ 500-600 ახალგაზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.