შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი დააკავა
საქართველო, 10 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი
ირაკლი მირუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.
ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი.