სამართალი
შსს: „კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის შესწავლა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში დაასრულა. ლიკა კიკიანის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“

1-kikian-samart-1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. თბილისში, კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს ავრცელებს განცხადებას:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი. თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.

ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ -ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად ცემეს. ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ -ს ინფორმაციით, ლიკა კიკიანის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს.

გამოიკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი, რომლებიც ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას, აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.