საზოგადოება
„13 ივნისს წარმოქმნილი ძველი მეწყრული პროცესი კიდევ ერთხელ გააქტიურდა” - გარემოს დაცვის სამინისტრო

1-opolzen-sazog-3საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.