საზოგადოება
მერაბ მეტრეველი: „თითქმის ყველა ქართულ ბანკს ახალი თაღლითური სქემა აქვს!“

1-merab-sazog-1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. „თითქმის ყველა ქართულ ბანკს ახალი თაღლითური სქემა აქვს დამუღამებული: თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომელიმე ბარათი (საკრედიტო, ან სხვა) დახუროთ და გააუქმოთ, არ გეგონოთ, რომ ამით მორჩა ყველაფერი..“ -  ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი თავისი ოჯახის წევრის თავს გადახდენილ ისტორიას. მერაბ მეტრეველის თქმით, შესაძლოა, ოპერატორებს სპეციალურად აქვთ დავალება მიცემული, რათა კლიენტს, რომელმაც არ იცის, რომ ანგარიშის გაუქმებაც აიცილებელია, ეს საკუთარი ინიციატივით არ უთხრან.

„თითქმის ყველა ქართულ ბანკს ახალი თაღლითური სქემა აქვს დამუღამებული: თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომელიმე ბარათი (საკრედიტო, ან სხვა) დახუროთ და გააუქმოთ, არ გეგონოთ, რომ ამით მორჩა ყველაფერი.. ერთ მშვნეეირ დღეს აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ დავალიანება გერიცხებათ. ბარათის გაუქმება, თურმე, სულაც არ ნიშნავს ამ ბარათზე მიბმული საბანკო ანგარიშის გაუქმებას და თუ ცალკე ისიც არ გააქუმებინე, მაშინ, ისე რომ აზრზე არ ხარ, ამ ანგარიშის მომსახურების თანხა დავალიანებად გეწერება. ახლა თუ რაიმე სერვისი გქონდათ ჩართული, (სმს-შეტყობინება ან სსხვა) ორმაგი თანხა დაგერიცხებათ და ერთ დღეს ბანკში მისულს გეტყვიან: თქვენ ამდენი და ამდენი ლარი (თანხის ოდენობა იმაზეა დამოკდიებული, რამდენ ხანს გროვდებოდა ეს დავალაინება) გაქვთ გადასახდელი ანაგრიშის მომსახურების. თუ ეტყვი: როცა ბარათი გავაუქმე, მაშინ ოპერატორმა რატომ არ მითხრა, რომ ანგარიში რჩებოდა და ის ცალკე უნდა გამეუქმებინაო, წყნარად გიპასუხებენ: არ კითხეთ და ამიტომაც არ გითხრაო. დიდი ეჭვი მაქვს, ოპერატორებს სპეციალურად აქვთ დავალება მიცემული, რომ თუ მომხმარებელმა ეს არ იცის (უემტესობამ კი არ იცის და გონია, ბარათის გაუქმებით ყველაფერი მთავრდება) საკუთარი ინიციატივით არ უთხრან. გუშინ ჩემი ოჯახის წევრს, რომელმაც დაახლოებით სამი წლის წინ 'საქართველოს ბანკის' სამი ბარათი გააუქმა, ბანკში რომ მივიდა, წყნარად გამოუცხადეს: სამი ანგარიშის მომსახურებისთვის 90 ლარი გაქვს გადასახდელიო!  რომ შევაგინო ქართულ ბანკებს, მტყუანი ვიქნები?“- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.