სამართალი
NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროექტის განხილვა შედგა

1-office-samart-3საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხილვა გაიმართა.

მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობის მზაობას, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა არაერთი რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც რეფორმის პროექტის მომზადების და განხილვის პროცესში ხელისუფლებამ გაიზიარა და გაითვალისწინა.

შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ესწრებოდნენ.