აქტუალური
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის 9 ივლისს გაითიშება შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ: გორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 2015 წლის 1-ელ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით დაიწყო და 25 აგვისტოს საქართველოს მთელი ტერიტორიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით დასრულდება.