პოლიტიკა
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
გუშინდელ შეხვედრაზე კონფლიქტებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებზე იმსჯელეს. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზი გაესვა ხალხთა შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების მნიშვნელობას. ასევე, შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები შეაჯამეს.