პოლიტიკა
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დაწყება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.
„ქართველმა სამხედროებმა ძალიან ბევრ საერთაშორისო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დღესაც აგრძელებენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიო უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანას. ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა - ეს არის ძმობა იარაღით“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. სწავლებაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი.