საზოგადოება
სტიუარტ ჰარისონი: „თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისკენ მიმართული პირველადი რეაგირებისა და სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევა ნამდვილად იმსახურებს ქებას“

1-harison-sazog-1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. თბილისში 13-14 ივინსს მომხდარი სტიქიის შედეგებს ბრიტანული საბჭოს მოწვეული ექსპერტი, კრიზისების, რისკებისა და უსაფრთხოების კონსულტანტი სტიუარტ ჰარისონი ადგილზე გაეცნო. მან სვანიძის ქუჩაზე, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ, მდ. ვერეს ხეობაში, მზიურში და ზოოპარკში ჩატარებული გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და შეაფასა.

თქვენ ძალზე კარგად გაართვით თავი ამ რთულ ამოცანას. მე ნამდვილად გაოცებულ ვარ იმ მასშტაბის სამუშაოთი, რაც ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში ჩატარდა მიყენებული ზიანის აღსადგენად.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს პრაქტიკულად საველე პირობებში უწევდა მოქმედება. პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რა რთულია შესაბამისი შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობების პირობებშიც კი ამ სახის პრობლემებთან გამკლავება, თუმცა, ნამდვილად წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება ასე ეფექტურად მოქმედება ამგვარი შესაძლებლობების გარეშე. ჩემი პირველადი შეფასებით შემიძლია ვთქვა, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმართული უდიდესი ძალისხმევა ძალზე შთამბეჭდავია“, - განაცხადა, კერძოდ, ჰარისონმა.