უცხოეთი
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად საქართვველოს 32 მოქალაქე დააკავა. 30 პირის აყვანა მადრიდში, 2-ის კი ვალენსიაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფი, რომლის ძირითად საქმიანობა ბინების გატეხა და ძარცვა იყო. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთაგან რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდია.