საზოგადოება
„სოფელს ესეთი დახმარება არ ახსოვს, ფერმერებმა შემოსავლებით 250 000 მლნ-მდე ლარი მიიღეს“ - გიორგი ეზუგბაია

1-ezugbaia-sazog-3საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ გადაცემა „კვირის 20/30“-ში 2030 -ის წევრმა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტმა გიორგი ეზუგბაია განაცხადა. დღეს სახელმწიფო ახორციელებს სუბსიდირების კუთხით სხვადასხვა პროექტებს. მათ შორის ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ გლეხებისათვის საგაზაფხულო მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში შარშან 800 000 ჰა. მიწა მოიხნა. 2 წლის განმავლობაში ბენეფიციართა რაოდენობამ მილიონ ნახევარს მიაღწია და შემოსავლებით 250 000 მლნ-მდე ლარი მიიღეს საქართველოში გლეხებმა.

აგრო-კრედიტის პროექტის ფარგლებში 25 000-მდე სესხი გაიცა, ჯამში ამ თანხამ 650 მლნ-ს გადააჭარბა. ყოველწლიურად 800 000-მდე გლეხი იღებს დახმარებას. სახელმწიფოს მხრიდან ამაში წელიწადში 300 მლნ ლარამდე იხარჯება. ეს უპრეცედენტოა, სოფელს ესეთი დახმარება არ ახსოვს“, განაცხადა, კერძოდ, ეზუგბაიამ.