საზოგადოება
„ხორბლის უხვი მოსავალი საქართველოსთვის ძალიან კარგია. ჩვენი მოხმარება წელიწადში შეადგენს 700-800 000 ტონას. 400 მლნ ლარი დაახლოებით გადის იმპორტზე.
წელს უკვე ითქვა, რომ ეს არის 170 000 ტონა მოსავალი. აქ ერთი მომენტია, მოსავლის აღების პერიოდში, როდესაც ერთ თვეში ვაპირებთ, რომ ყველაფერი უცბად გავყიდოთ და ჩავაბაროთ, ეს შეუძლებელია. უნდა შეინახონ პროდუქცია და 3-6 თვეში გაიყიდოს.
შარშან სექტემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო აგრო-დაზღვევის ახალი პროექტი. ვინც დააზღვევს, ისინი ყველა დანაკარგს აინაზღაურებს“, - აღნიშნა, კერძოდ, გალეგაშვილმა.