საზოგადოება
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. თბილისში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ნაწილი დემონტაჟის დროს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ძალიან ტრაგიკულია რაც მოხდა. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ვინც იქნება დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, - აღნიშნა ქალაქის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლები გარკვეული პერიოდის წინ აცხადებდენენ, რომ „ტიფლის ბიზნეს ცენტრსა" და თბილისის მერიას შორის უკანონო გარიგება შედგა და კომპანიამ შეფასებულზე ნაკლებ თანხაში შეისყიდა ქონება.
მოგვიანებით, 2014 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ კომპანიას პირგასამტეხლო აპატია.