საზოგადოება
მე-4 საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი ხათუნა დარასელია, გავრცელებული ვერსიით, აზა ჯოჯუას მოადგილე გახდებაო. ხათუნა დარასელიას გადაყვანა თუ გათავისუფლება მოსალოდნელი იყო. ჯერ იყო და, მე-4 საჯარო სკოლაში შემდგარი გასაიდუმლოებული შეხვედრის (ფლეთჩერისა და შაშკინის) ამსახველი სურათები ოპოზიციონერ კახა მიქაიას ჩაუვარდა ხელში, მერე კი ხათუნა დარასელიამ სრულიად უმიზეზოდ სამსახურიდან გაათავისუფლა 7 პედაგოგი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის - ზაზა გოროზიას სურვილით, ზუგდიდის მე-10 და მე-4 საჯარო სკოლების დირექტორებს ადგილები უნდა გაეცვალათ, მაგრამ ზუგდიდის მე-10 სკოლის პედაგოგებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა და მათმა ახლობლებმა ხათუნა დარასელია სკოლაში არ შეუშვეს.