სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავა

1-boeprip-samart-3საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით 5 პირი: მალხაზ გ, ზურაბ ლ, ტარიელ , დავით . და ოთარ . გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს.

დაკავებულები საქართველოში ყიდულობდნენ „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ. ხუთივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.