სამართალი
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა დავით კ. და წარსულში ნასამართლევი ბაჩუკი თ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულები 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრნენ, გამყიდველს ძალადობის მუქარით საფულე, მობილური ტელეფონი, საქონელი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.