აქტუალური
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გივი გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი 6 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა - გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მამუკა მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.