აქტუალური
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი ერთხმად დაამტკიცეს

1-dima-aqtual-1-mtavarსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 5 ივლისს დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი ერთხმად, 46 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, დაზარალებულების დაყოფა ორ კატეგორიად მოხდება. პირველ კატეგორიას საცხოვრებელი სახლების დამკარგავი ოჯახები მიეკუთვნებიან, ხოლო მეორეს კი ყველა ის ოჯახი, რომელთა საცხოვრისები აღდგენას ექვემდებარებიან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის თანხობრივად 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური კომპენსაცია, ხოლო სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია გაიცემა. რაც შეეხება ხუთ და ექვსწევრიან, ასევე 7 და მეტ წევრიან ოჯახებს, მათ შესაბამისად, 90 და 110 კვ.მ ფართის კომპენსაცია მიეცემათ.

ამასთან, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. კერძოდ, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი.

1-dima-aqtual-1-qvem