აქტუალური
დღეიდან 1 აშშ დოლარი 1,7631 ლარი იქნება

erovnuli-bankსაქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დღეიდან ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი 1,7631 ლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ გუშინ 1 აშშ დოლარი 1,7612 ლარი ღირდა. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,7631 ნიშნულზე დაეცა. ლარის კურსი ევროს მიმართ 2,3342 ლარის ნიშნულზე გამყარდა. ამიტომ ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 ევრო - 2,3342 ლარი. 8 დეკემბრამდე 1 ევროს ყიდვა 2,3545 ლარად იყო შესაძლებელი. ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქინფორმს განუცხადა, რომ, მართალია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლარის კურსი უმნიშვნელოდ დაეცა, მაგრამ, შესაძლოა, ლარმა დოლართან მიმართებაში საახალწლოდ ისევ დაიწყოს რყევა.