სამართალი
ლევან მამალაძე: სააკაშვილის მთელი „ბრაშკა“ გიორგი მარგველაშვილის სამეგობროა!

1-mamal-samart-3საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ქვემო ქართლში ლევან მამალაძემ გადაცემა „იმედის კვირა"-ში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მეგობრები მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები არიან.

მარგველაშვლი, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. მე იმედი მქონდა, რომ ის შეეცდებოდა, ხალხის პრეზიდენტი ყოფილიყო. მე პირადად დავურეკე მარგველაშვილს, ვუთხარი, მასალები შემოტანილია, საქმე გამოძიებული, კონსტიტუციით უფლება გაქვს, ადამიანებს მიანიჭო სტატუსი და მოუხსნა მიყენებული მუხლები, რომლებიც შეთითხნილია სააკაშვილის მიერ. მან კომისია ახსენა, კომისია კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვუთხარი - კომისია არაფერ შუაშია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მე გადაწყვეტილებას ვიღებ ისეთ ხალხზე, ვინც ციხეში ზისო.

ეს უფრო იმას ჰგავდა, რომ თავისი სამეგობროს გავლენის ქვეშ არის (იცით, ვინც არიან მისი მეგობრები), ვიდრე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების. სააკაშვილის მთელი „ბრაშკა“ მაგის სამეგობროა. მე კონსტიტუციაზე მივუთითე და ეგ მაგ „ბრაშკის“ გავლენის ქვეშ მოექცა. ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა მამალაძემ.

შევარდნაძის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ახალ სახალხო მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში. მოძრაობას სამი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი და სულხან მოლაშვილი.