სამართალი
საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.
დაკავებულმა 4 ივლისს, ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.