პოლიტიკა
სტუდენტები ოპოზიციური შტაბის შექმნას აპირებენ

studentebi-shtabiმოძრაობა „7 ნოემბერი“ უახლოეს მომავალში ახალგაზრდული შტაბის შექმნაა აპირებს.

„დეკემბრის ბოლოს ახალგაზრდული შტაბის შექმნას ვაპირებთ. ამ ეტაპზე მისი სახელწოდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. ახალგაზრდული გაერთიანების გეგმებს ახალი წლის შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას“, - განუცხადა საქინფორმს ჯაბა ჯიშკარიანმა. მისი აზრით, ახალგაზრდული შტაბი ხელისუფლებას წერტილოვან დარტყმებს მიაყენებს. „თუ ოპოზიციური სპექტრი ერთ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდება, სტუდენტები ამ საქმეში თავიანთ წვლილს შეიტანენ. აქ ის სტუდენტები გაერთიანდებიან, რომელთაც არ ეშინიათ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რეჟიმს უნდა დაუპირისპირდნენ“,- აღნიშნა ჯიშკარიანმა. ამ ეტაპზე უკვე შექმნილია სტუდენტთა ორი ჯგუფი, რომლებიც მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრებთან ერთად აპირებენ მოქმედებას. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული მოძრაობა „არა“, რომლის ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძეა, 2010 წლის მაისში დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საპროტესტო აქციებში.