სამართალი
დედოფლისწყაროს დეპუტატი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 000 ლარს ითხოვს

sasamXდედოფლისწყაროს სასამართლომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - გელა თეთრაულის სარჩელის განხილვა დაიწყო. დეპუტატი სასარჩელო განცხადებაში ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 10 000 ლარს ითხოვდა. თუმცა სასამართლო სხდომაზე მომჩივანმა აღნიშნა, რომ მის მიზანს ჟურნალისტისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ფულის მიღება არ წარმოადგენს, ამიტომ მოთხოვნა 3 000 ლარამდე შეამცირა. გელა თეთრაული აღნიშნავს, რომ გამგებლის მოადგილის თანამდებობა ჟურნალისტის კრიტიკული წერილების გამო დატოვა და იძულებული გახდა, საკრებულოში გადასულიყო. ამასთან, თეთრაულის თქმით, ჟურნალისტმა თეთრაულის საკადრო ცვლილების მიზეზებზე ოფიციალური პოზიციის მოსასმენად საკრებულოს თავმჯდომარის - ლევან ბაღაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დააკმაყოფილა ჟურნალისტის შუამდგომლობა და საკრებულოს თავმჯდომარე მორიგ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხება. სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 15:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც ძირითადი მოწმეების დაკითხვაც იგეგმება.