სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

1-javaxeti-samart-3საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2248 საბრძოლო ვაზნა, 8 გადაჭრილი თოფი, 57 ხელყუმბარა და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

სულ ჩაბარებულია: 8 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2248 საბრძოლო ვაზნა, 57 ხელყუმბარა, 3 შაშხანა, 1 ამფეთქი, 2 სასიგნალო მაშხალა, 3 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 15 ჭურვი, 3 მჭიდი და 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი.