აქტუალური
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა

1-biujet-aqtual-2საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით, ხოლო საგადასახადო შემოსავლები - 76,9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა - ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წინასწარი მაჩვენებლები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა.

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 5,9%-ის გადაჭარბებით, ხოლო თანხა 4 მილიარდ 787 მილიონი ლარს შეადგენს.

საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, 6 თვის გეგმით, გადაჭარბება 2%-ზე მეტს შეადგენს, წლიურ გეგმასთან მიმართებაში -  47%-ს, ხოლო პარლამენტში ცვლილებების სახით ინიცირებულ გეგმასთან მიმართებაში - 48,4%-ს, რაც მაღალი მაჩვენებელია.

გეგმასთან მიმართებაში 96%-ით შესრულებულია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რაც წლიური მაჩვენებლის 46%-ია, ხოლო წინა წლების პროცენტულ მაჩვენებლებს დაახლოებით 3%-ით აღემატება.