აქტუალური
„საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-gruzia-aqtual-1-mtavarსაქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ  კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს.

 საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას   კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.

1-gruzia-aqtual-1-qvem