საზოგადოება
უკვე ცნობილია, რომ სამეფო წყვილს განახლებული ბათუმის დათვალიერება სურს. კიდევ ერთი ადგილი, რომლის მონახულებაც გრიმალდებს აქვთ დაგეგმილი, ბაკურიანია. მონაკოს პრინცი ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე ჩასვლას და მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს. მონაკოს პრინცი ვანკუვერში იმყოფებოდა, როცა ტრაგედია მოხდა.
ალბერ მეორე მონაკოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა. სავარაუდოდ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მისცა მონაკოს დელეგაციამ ხმა თბილისში 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარებას. ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას პრინცმა განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული ბაზების მდგომარეობა აინტერესებს.
მეუღლესთან ერთად საქართველოში ის, სავარაუდოდ, ერთ კვირას დარჩება.