სამართალი
შსს-მ ტრეფიკინგის ფაქტზე უზბეკეთის მოქალაქე დააკავა

1-uzbek-samart-3საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დილრაბო . ტრეფიკინგის ბრალდებით ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა უკადდამ . და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში. დილრაბო . უკადდამ -ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით ათი ათას დოლარამდე თანხას მოიცავდა.

სამართალდამცველებმა დილრაბო ა-ს ბრალეულობა გამოავლინეს, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს და დააკავეს.