აქტუალური
როგორ აჩუქეს ნიჟარაძემ&ვაჟიშვილმა კეზერაშვილს ათობით მილიონი დოლარი - 08.08.08 თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთი საქმის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

1-kezera-aqt-3-anსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.
„2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა... გადაწყვიტა... ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი...

იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ... ფლობდნენ კომპანია BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ს, რომელიც... ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას...
თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო MISSION INVESTMENT LIMITED, რომელიც... სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით...

თამაზ ნიჟარაძე 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს ,,მეტალექსში", რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.
2010 წლის 14 აგვისტოს დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.
კეზერაშვილის მუქარიდან რამოდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ში (100%), MISSION INVESTMENT LIMITED-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს ,,მეტალექსში" (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების DAVOR HOLDING LIMITED-ის, AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ისა და STEINLORD ENTERPRISES LLP-ის სასარგებლოდ...
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.