აქტუალური
„ახალი, ე.წ. სექტორალური შეთანხმებების დადება სხვადასხვა სფეროებში წარმოადგენს რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის მკაფიო მტკიცებულებას“ - საქართველოს საგარეო უწყება

1-Jeneva-aqt-2-anსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტრო 1 ივლისს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სრულად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია...

მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის უკანონო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები რუსეთის მხრიდან. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ... და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება...

მონაწილეებმა საქართველოდან მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელს, ერიკ რუბინს, მოლაპარაკებების ფარგლებში გაწეული ძალისხმევისათვის...

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი გაიმართება 6-7 ოქტომბერს", - ნათქვამია, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.