აქტუალური
საფრანგეთთან ხიდაშელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები უცნობი რჩება, თავდაცვის მინისტრი კი ფრანგულ და ამერიკულ კომპანიებთან - „Thales“ და „ThalesRaytheon Systems - კონტრაქტის ხელმოწერისთვის ემზადება

1-thales-aqtual-1-analitსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის საფრანგეთში ვიზიტის დეტალებს ათანხმებს. საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე მეორე კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე კვირით ადრე კონფიდენციალური რჩება დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი (ვიდეო იხ. აქ).

ასევე  უცნობია 15 ივნისს  პარიზში უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების დეტალები. საქართველოში კონტრაქტის დეტალები მხოლოდ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა იცის და ამაზე საუბრისგან თავს იკავებს მისი კონფიდენციალობის მოტივით.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მოკლე ვიდეოდან გაირკვა, რომ ხელს ამ შეთანხმებას ფრანგული კომპანია „Thales“ და ამერიკული „ThalesRaytheon Systems“ის ერთობლივი საწარმო აწერს, რომელიც  სახმელეთო სათვალთვალო რადარებს და საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს აწარმოებს.

ამერიკული კვლევითი ცენტრი ჯეიმსთაუნი (Jamestown) არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლე ბურჟეში 15 ივლისს ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს რადარებისა და საჰაერო კონტროლის სხვა ინფრასტრუქტურას, მაგრამ არა იარაღს საჰაერო სამიზნეებზე საპასუხოდ.