საზოგადოება
გრიგორი კარასინი: „ბრძოლის არგუმენტებით საუბარი სამხრეთ კავკასიაში ახლა საერთოდ არ არის საჭირო და ეს უნდა ესმოდეთ თბილისშიც, სოხუმშიც და ცხინვალშიც“

1-Karasin-saz-3-anსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი დაწყებულია.

მოლაპარაკებების დაწყებამდე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მოხსენებაზე.

„...მოხსენება ისეა შედგენილი, რომ მასში მარტივად იკითხება რევანშიზმის იდეებისკენ დაბრუნება და ამ თემაზე ჩვენ დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ. ბრძოლის არგუმენტებით საუბარი სამხრეთ კავკასიაში ახლა საერთოდ არ არის საჭირო და ეს უნდა ესმოდეთ თბილისშიც, სოხუმშიც და ცხინვალშიც. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ და გამოვნახოთ ურთიერთობის გარკვეული ფორმები იმისთვის რომ მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და 2008 წლის აგვისტოში წარმოქმნილი საკითხები ძალის გარეშე გადავჭრათ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გრიგორი კარასინის აღნიშნულ განცხადებას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა გამოეხმაურა, რომლის თქმითაც არანაირი საომარი რიტორიკა ამ მოხსენებაში არ არის.

მათ სხვა რაღაც აშფოთებთ, როდესაც ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას ვეუბნებით სიმართლეს. ეს აღქმული იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ, როგორც მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ნათელს ჰფენს რეგიონში ვითარებას“, - განაცხადა, კერძოდ, დავით დონდუამ.