საზოგადოება
რფ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უარი თქვას საქართველოსთან ექსტრადიციის შეთანხმებაზე

1-ekstradicia-saz-2-anსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. რფ-ის მინისტრთა კაბინეტი საქართველოსთან 20 წლის წინ გაფორმებული  შეთანხმების ცალხმრივად შეწყვეტაზე ფიქრობს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი პუტინი პრემიერ მედვედევის ინიციატივას მხარს დაუჭერს, რუსეთი მის ტერიტორიაზე გასამართლებულ პირებს საქართველოს აღარ გადმოსცემს.

ოფიციალურ თბილისში არ იციან თუ რამ განაპირობა მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა. რუსულ მედიაში კი ორი დღეა ამ თემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსეთის გაღიზიანება საქართველოს მიერ რუსეთისთვის მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის არგადაცემა გახდა.

თბილისი მოსკოვისგან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება, საპარლამენტო ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან უერთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ უნდა გასცეს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამტკიცებს, რომ მოსკოვს უფრო შორს მიმავალი გეგემები აქვს და ექსტრადირების გაუქმება ქართველ სამხედროებს უკავშირდებათ.