საზოგადოება
ღარიბაშვილი მართალია, როცა აცხადებს „სააკაშვილი - წარსულია და მასზე დროის დაკარგვა არ ღირს“, მაგრამ საქინფორმი მიშას უკანასკნელი დღეების გააშუქებას აგრძელებს მომავალი თაობების ჭკუის სასწავლებლად!

1-MiSi-sazog-1-an-mtსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. აი დადგა დრო, დატოვოს თანამდებობა უკრაინაში სააკაშვილის პირველმა ხელდასხმულმა - უკრაინაში ჯანდაცვის სისტემის დამანგრეველმა, იეზუიტმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. „ჩემი აზრით: დროა, ჯანდაცვის მინისტრმა თავისი პოსტი დატოვოს“, - წერს სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე:

შემიძლია მოგითხროთ ჯანდაცვის სიტუაციასთან დაკავშირებით ოდესის ოლქში. ძველი სისტემა ინგრევა, ახალი ჯერ არ ჩანს, ხალხი უკმაყოფილოა, საავადმყოფოებში მექრთამეობა და სხვა მანკიერებები ჰყვავის და არაფერი გაუმჯობესებულა ბოლო ხანებში, პირიქით, ბევრი რამ გაუარესდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ქრთამს არ იღებს, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმებიც არ იღებდნენ. არ კმარა მხოლოდ ახალი პოლიტიკის დეკლარირება, აუცილებელია, რომ ხალხმა ის იგრძნოს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ დადგა დრო, პატიოსნად ვუთხრათ უკრაინელ საზოგადოებას, რომ ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს ჯანდაცვის სფეროში.

ალექსანდრე კვიტაშვილი წესიერია, ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, თუმცა ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც საჭირო იყო სისტემაში, რომელიც ამ ქვეყანაშია შექმნილი. აქ საჭიროა აგრესიული პოლიტიკის გატარება, არ უნდა გეშინოდეს მტრების გაჩენის, ასევე, უსამართლო კრიტიკისა და ყველანაირი მუქარის. სამწუხაროდ, სანდროს ამ ეტაპზე ეს თვისებები არ აღმოჩნდა. ის კარგად ასრულებდა თავის მოვალეობებს, მე მის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, თუმცა, და ეს პირადადაც ვუთხარი, დროა, მინისტრის პოსტი დატოვოს და ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ უფრო აგრესიული, დიდი პოლიტიკური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანი, რომელიც ბოლომდე მიიყვანს იმას, რაც მან დაიწყო, კერძოდ, შეცვლის ძველ კორუმპირებულ სისტემას რაღც ახლით, რასაც პოსტ-მაიდანური უკრაინა იმსახურებს.

ეს განცხადება სააკაშვილმა საერთაშორისო დონორებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა განაცხადა: „აშშ-ის მთავრობა მთლიანად უჭერს მხარს გუბერნატორ სააკაშვილსა და მის გუნდს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი წარმატებული იყვნენ!“…

საქინფორმის რედაქცია

1-MiSi-sazog-1-an-qvem