ზამთრის კურორტებზე თოვლსა და დამსვენებლებს დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან ელოდებიან
ტურისტული პროვაიდერები ადასტურებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ზამთრის კურორტებზე ფასები 10-15%-ით მაღალი იქნება. თუმცა დამსვენებლების ნაკლებობა არ შეინიშნება. სასტუმროების თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნულია.
თუმცა სეზონის წარმატებულად ჩატარების იმედს როგორც ტუროპერატორები, ასევე სასტუმროს მეპატრონეები უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების აქტიურობაზე ამყარებენ. რადგან, როგორც თბილისში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ზამთრის კურორტებზე დასვენებას ვერ ახერხებს.