საზოგადოება
რესპუბლიკელი თამარ კორძაია: „ერთსქესიანთა ქორწინება ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია!“

1-korZaia-saz-3-anსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა თამარ კორძაიამ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ლგბტ ქორწინების დაკანონების შესახებ.

ამ საკითხს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა არგუმენტებით მივიდა სასამართლო აქამდე და როგორ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიციები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ეს პრაქტიკა სათანადოდ იქნეს გააზრებული იმ ქვეყნებში, სადაც ამას მტკივნეულად აღიქვამენ”, – განუცხადა, კერძოდ, დეპუტატმა “17 მაისს”.

კორძაია აღნიშნავს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ქართველების პროდასავლურ განწყობებზე არ უნდა იმოქმედოს.

ლგბტ ადამიანები არსებობენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აქ საკითხი დგას, რამდენად ვაღიარებთ ამ ადამიანებს თანასწორებად და რამდენად მიგვაჩნია, რომ მათ ისევე შეუძლიათ ცხოვრება, როგორც ჩვენ. ამიტომაც არის, რომ ვიღაცები წინ არიან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვიღაცები კი ვართ უკან“, – აღნიშნავს კორძაია.

1-korZaia-saz-3-1 1-korZaia-saz-3-2