ლევან გაჩეჩილაძემ შესაძლოა „ქართული პარტია“ დატოვოს. კულუარული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძეს ირაკლი ოქრუაშვილთან აქვს უთანხმოება.
ისიც ცნობილია, რომ ლევან გაჩეჩილაძეს 25 ნოემბერს, სახალხო კრებაზე სურდა მისვლა, მაშინ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა სახალხო კრების ორგანიზატორები გვარიანად გალანძღა.როგორც ამბობენ, ირაკლი ოქრუაშვილსა და გაჩეჩილაჩეს შორის უთანხმოება რამდენიმე დღის წინაც მოხდა, როდესაც “ქართლი პარტიის“ ლიდერები ევროპაში იმყოფებოდნენ. მაშინ გაჩეჩილაძეს ოქრუაშვილისთვის უთქვამს, რომ სახალხო კრების კრიტიკაში ოქრუაშვილმა გადაამლაშა. ეს შენიშვნა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს არ მოსწონებია და პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს შეკამათებია.
იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩა, როდესაც „ქართულმა პარტიამ“ ლიდერად სოზარ სუბარი აირჩია და არა ლევან გაჩეჩილაძე.
თუ ოქრუაშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის უთანხმოება გაგრძელდა, მაშინ, ლევან გაჩეჩილაძე იმ პარტიიდან წავა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ხმაურით დააფუძნდა.