საზოგადოება
„ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-merkuri-saazog-1საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “მერკურის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სასიხარულოა, რომ თბილისში გაიხსნა სასტუმრო „მერკური, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი და შედის სასტუმროების ჯგუფში Accor Hotels Group-ი. ამ წარმატებულ პროექტში ჩაიდო 16 მილიონი დოლარი. ინვესტორები ასევე ახორციელებენ გაცილებით მასშტაბურ პროექტს თბილისში -„მწვანე ბუდაპეშტი“, რომელშიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. იგი გაიხსნება 2016 წლის მაისში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთმა ცნობილმა ბრენდმა, როგორიც არის Accor Hotels Group -ი, გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა. ეს ადასტურებს ნდობის გამოცხადებას ჩვენი ქვეყნისადმი. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმი არის ყველაზე მზარდი სექტორი“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.