აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა

1-afganistan-aqtual-3საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის რაიონულ ცენტრ გოლამ ალი-ში გუბერნატორის რეზიდენციაში გაიმართა.

43-ე ბატალიონის უფროსმა და ბაგრამის გუბერნატორმა ოპერაციის რაიონში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დროს გუბერნატორმა ქადუსმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი  და ბაგრამის რაიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.

43-ე ბატალიონის მეთაურობა ოპერაციის რაიონში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ინტენსიურად თანამშრომლობს.