აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბრიუსელში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

1-brucell-aqtual-2საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გამოსვლისას მან თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ნატოს შტაბ-ბინაში ბესიკ ლოლაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატოში გერმანიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დოქტორ ულრიხ სანტესთან. მან გერმანულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის მნიშვნელობა და გერმანიის წვლილი. ბესიკ ლოლაძე ნატოს საერთაშორისო სამსახურის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსს დოქტორ ალბერტო ბინსაც შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სამინისტროსთვის კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მნიშვნელობა იყო.