საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება
საქართველო, 2 ივლისი,
საქინფორმი. გუშინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორმა
ნიკ გურმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრ
თინათინ ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ
ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელთან შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ სტუმარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ბრიტანელმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი.