აქტუალური
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. პროექტის „ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესს გურიის პოტენციალი გააცნო.
„გამოიკვეთა ბიზნესის მხრიდან დაინტერესება აბრეშუმის ჭიასთან დაკავშირებით... დაწყებულია შესწავლა თუთის ხეების რაოდენობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე არსებული ფაბრიკის გამოყენებას და გადაიარაღებას, რათა დაიწყოს ქართული აბრეშუმის ძაფის წარმოება საქართველოში", – აღნიშნავს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე.როგორც გურიაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მეჩაიეობის განვითარების პროგრამას მთავრობა უახლოეს პერიოდში წარადგენს.
„გურიისთვის სტრატეგიულად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, – ჩაი და თხილი... თუმცა თხილს წელიწადში ერთხელ კრიფავს ფერმერი და ჩაის კრეფა და გადამუშავება თვეების განმავლობაში შეიძლება... საერთაშორისო სტანდარტის ჩაი მოდის გურიაში", – აღნიშნა, კერძოდ, გია სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ინვესტორს, რომელიც გურიაში ჩაის ბიზნესში დააპირებს ინვესტიციის ჩადებას, სახელმწიფო სრულ დახმარებას ჰპირდება.