აქტუალური
„ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში კანონის დონეზე აკრძალა დევნილებისთვის სახლის გადაცემა! წელს თბილისში დევნილებს პირველად გადაეცემათ 1000-მდე ბინა” - სოზარ სუბარი

1kvartira-aqtual-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი განცხადებით, მას დღეს უხდება იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც, როგორც სახალხო დამცველს, ისე აქვს გაცემული.

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში კანონის დონეზე აკრძალა დევნილებისთვის სახლის გადაცემა და ეს შეიცვალა. თბილისში წელს პირველად დარიგდება ათასამდე ბინა და ასევე ძალიან აქტიურად ავამუშავეთ განსხვავებული პროექტები. ერთ-ერთია სოფლის სახლი, დევნილი ირჩევს სახლს სოფელში და სამინისტრო ახორციელებს ამ სახლის შესყიდვას.

დღეს საქართველოში 265 ათასამდე დევნილია რეგისტრირებული.100 ათასამდე დევნილი კომპაქტურად ჩასახლებულ დასახლებებში ცხოვრობს და მათი უმეტესობა რეგიონებშია.

2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 400 ათასი ლარი. რომლის ფარგლებშიც დევნილთა სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს მიგრანტთა საქართველოში რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას... და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, - აღნიშნა, კერძოდ, სოზარ სუბარმა.