აქტუალური
„ისეთი ნაწამები იყო, რომ ხელის ხლება აღარ უნდოდა, ხუთჯერ დავარტყი სახეში, მხარში, ბეჭებში…“- რას იხსენებს სერგო თეთრაძის საქმეში ბრადებული (+18)

1tetraZe-aqtual-1-analit-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის (ორდენ „კრასნაია ზვეზდას“ ორგზის კავალერი, ავღანეთის გმირი, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას „რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის“ ცრუ ბრალდებით დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მობილური ტელეფონის ნომერი სხვა დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა - საქინფორმი) წამებაში ბრალდებული მსჯავრდებული იმედის კვირასთან" აღიარებით ინტერვიუს იძლევა და თეთრაძის წამების შემზარავ დეტალებს იხსენებს. მომხდარიდან 4 წლის შემდეგ, თეთრაძის წამებაში და სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდბული პატიმრის ინტერვიუ „იმედის კვირამ" ციხიდან მოიპოვა. პატიმრის ვინაობა არ საჯაროვდება.

„შარვალი ჩავხადეთ, მე დავიჭირე და მეორეს ვეუბნებოდი იმასქენი, გააკეთე რამე-მეთქი. მე მეჭირა შარვალი და ტრუსიკი ჰქონდა ჩახდილი. ინსცენირება უნდოდათ, თან იღებდნენ ვიდეოკამერით ამას.  ამ ამბის მერე, ხელი გავუშვი, ჩვეულებრივად ადგა, შარვალი აიწია, სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთში გადავარდა. სახით დაეცა მიწაზე და ცუდად გახდა. ნაწამები იყო, ისეთი ნაწამები იყო, რომ იმას აღარც ცემა უნდოდა და აღარც ხელისხლება. მე არ მიწამებია, კი უბრალოდ მოვცხე. 4- ჯერ, 5-ჯერ დავარტყი სახეში, მხარში, ბეჭებში. ჩემი უფლება რომ ყოფილიყო და არჩევანის საშუალება რომ ყოფილიყო, იმ კაცს საერთოდ არაფერს არ დავუშავებდი. იცით რეები ხდებოდა? ენით ვერ აგიღწერთ, რომ ვუყურებდი. შეიძლება იმ დღეში მე აღმოვჩენილიყავი და „ვინუჟდენი"გავაკეთე, რა უნდა მექნა"? - ჰყვება პატიმარი (ვიდეო იხ. აქ)

საქმის მასალების მიხედვით, წამებაში კიდევ ერთი პატიმარი მონაწილეობდა. ორივე მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებს და საქმეში მათი ჩვენებებია. ორივე მათგანს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მთავარმა პროკურატურამ, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა ახალაიას ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარუდგინა.

საქინფორმი: სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში - თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ღამით, თავისი დაბადების დღეზე დააკავეს. 24 სექტემბერს კი ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახს ახალი, იაფი, თუმცა სუფთა ტანსაცმლით შემოსილი დამახინჯებული ცხედარი მიუსვენეს. ყველა შინაგანი ორგანო ამოღებული ჰქონდა, თუმცა  გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების პირობებში, გულის შეტევა დასახელდა.

დაწვრილებით  საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის 2015 წლის 24 სექტემებრის პუბლიკაციაში „რისთვის მოკლეს სერგო თეთრაძე ნაც-ანალური ხელისუფლების ჯალათ-პედერასტებმა“ წაიკითხეთ.