სამართალი
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს.
აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 21.02.2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. აჰმეთ სამი ონეი დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/1-ე, 53/1-2-3-ე, 103/6-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.